ამერიკის სენატიდან მიღებულ მწვავე გზავნილებს ივანიშვილის ოცნება ისევ დეზინფორმაციას უპირისპირებს. ოპოზიციის შეფასებით კი შეერთებული შტატები საქართველოს მოქმედ ხელისუფლებასთან თანამშრომლობის რესურსს უკვე ვეღარ ხედავს, რაც სენატში გამართულმა მოსმენამაც დაადასტურა. ამავე შეხვედრამ აჩვენა, რომ განწყობები იდენტურია ორივე პარტიაში, - შესაბამისად, ტყუილია ოლიგარქის გუნდის დაპირება, თითქოს ამერიკასთან ურთიერთობა ტრამპის გამარჯვების შემთხვევაში დალაგდება.